მესი პსჟ-დან სტვენით გააცილეს - რამოსიც წავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში პსჟ, რომელიც ვადამდე გახდა ჩემპიონი, საკუთარ მოედანზე "კლერმონს" ამარცხებდა (2:0), მაგრამ საბოლოოდ 2:3 წააგო.

პსჟ-ის დაჯილდოებაზე თავდამსხმელ ლეო მესის და მწვრთნელ კრისტოფ გალტიეს უსტვინეს. მესი გუნდს ოფიციალურად დაემშვიდობა: "მინდა, პარიზს ამ ორი წლისთვის მადლობა გადავუხადო. მომავალში ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ".

არგენტინელმა პსჟ-ში ორ სეზონში ჩატარებულ 75 მატჩში 32 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა გააკეთა.

პარიზული კლუბის სპორტულმა მრჩეველმა ლუიშ კამპუშმა Canal+-ს განუცხადა, რომ მესი და სერხიო რამოსი გუნდს დატოვებენ, გალტიეს თაობაზე კი ჯერ გადაწყვეტილება არ
მიუღიათ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩემპიონთა ლიგა მესის უფრო მეტი აქვს ვიდრე ამ კლუბს რომელიც ფულუს გარეშე არაფერი არ არის
Luka
00:24 05-06-2023
0
ჟურნალისტები კი არა ქინძისთავები არიან.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული