"მონაკომ" სეზონის დასრულებიდან ერთ დღეში მწვრთნელი გაათავისუფლა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარმა "მონაკომ" სეზონის დასრულებასთან ერთად გვაუწყა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფილიპ კლემენი გათავისუფლებულია.

ბელგიელი "ლუი მეორეზე" 1.5 წლის განმავლობაში მუშაობდა, წელს კლუბი ევროზონაში ვერ შეიყვანა და კარისკენ მიუთითეს.

"მონაკომ" სეზონი მეექვსე ადგილზე დაასრულა. ვინ გახდება გუნდის ახალი დამრიგებელი, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული