"ბორდოს" გულშემატკივარს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ში ბოლო ტურის მატჩი "ბორდოსა" და "როდეზს" შორის იმის გამო შეწყდა, რომ მასპინძელთა კარში გოლის გატანის შემდეგ ლიუკა ბუადეს მოედანზე შესულმა გულშემატკივარმა ხელი ჰკრა.

RMC Sport-ის ცნობით, ფანი ნოემბერში სასამართლოს წინაშე წარდგება და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ან 15 ათასი ევროთი დაჯარიმება ემუქრება.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი მატჩთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ კვირაში გამოიტანს.

იმისათვის, რათა გიორგი მიქაუტაძის "მეცს" გადაასწროს და ლიგა 1-ში გადავიდეს, ზურიკო დავითაშვილის "ბორდოს" "როდეზის" დიდი ანგარიშით დამარცხება სჭირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისეთი უცნაური საქციელი იყო,ეჭვიც კი მეპარება,მიგზავნილი ხომ არ იყო,რომელიმე დაინტერესებული კლუბის მიერ.როდეზის ორივე ფეხბუთელი,ისე შეთანხმებულად დაწვა,გეგონებოდათ წინასწარ იცოდნენ და ელოდნენო!არადა ქულები სასიცოცხლოდ სჭირდებოდათ და შესაძლოა მართლაც ამ ხრიკს მიმართეს,მატჩს ჩასაშლელად.რა თქმა უნდა ასე ხელაღებით ამის მტკიცება,სისულელეა,მაგრამ ძალიან კარგად ხსნის მომხდარს და ვინ იცის....გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო!
სოსო
16:25 09-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული