Sports Zone-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კილიან მბაპე ამ ზაფხულს პსჟ-იდან წავა, ფრანგული კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდის, მარკუს რაშფორდის დამატებას შეეცდება.
პარიზელებს რაფაელ ლეაოს ვარიანტიც ჰქონდათ, მაგრამ პორტუგალიელმა "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.
თავად რაშფორდს "ოლდ ტრაფორდზე" სურს დარჩენა და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელების ვარიანტს ჯერჯერობით არ განიხილავს.