"ბარსელონას" აწ უკვე ყოფილმა გარემარბმა უსმან დემბელემ პსჟ-ში მედშემოწმება გაიარა და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
RMC Sport-ის ცნობით, პარიზულ კლუბს ტრანსფერი 50 მილიონი ევრო დაუჯდება და ამ თანხის ნახევარს ფეხბურთელი და მისი აგენტი მიიღებენ.
26 წლის დემბელემ გასულ სეზონში ლა ლიგის 25 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.