"სიტის" მორიგი შენაძენი - დოკუ კარიერას მანჩესტერულ გუნდში განაგრძობს

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "რენის" ვინგერი ჟერემი დოკუ კარიერას "სიტიში" განაგრძობს.

მანჩესტერელები 21 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გაიღებენ. ახალგაზრდა ფეხბურთელი კვირის ბოლომდე ჩავა ინგლისში და კონტრაქტსაც გააფორმებს.

გასულ სეზონში დოკუმ "რენის" რიგებში 35 შეხვედრაში ითამაშა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული