"ყოველდღე საჭმელს ვეძებდი..." - ორბანმა მძიმე პერიოდი გაიხსენა და აფრიკელ ადამიანებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ლიონის" ახალწვეულმა ახალგაზრდა ნიგერიელმა თავდამსხმელა გიფტ ორბანმა იმ მძიმე პირობებზე ისაუბრა, სადაც აფრიკელ ადამიანებს უწევთ ცხოვრება.

"ევროპაში დაბადებული აფრიკელი არ არის იგივე, რაც აფრიკაში დაბადებულზე შეიძლება ითქვას. თუ საფრანგეთში ღარიბი ხარ, სახელმწიფო დაგეხმარება, იზრუნებს შენზე, მაგრამ აფრიკაში ვერაფერს მიიღებ და შიმშილით მოკვდები. ამიტომ ყველა აფრიკელს სურს ფეხბურთის თამაში.

ჩემს შტატში, ნიგერიაში, თუ ფული არ გაქვს, ვერ იცხოვრებ. ყოველდღე ვეძებდი საჭმელს. ახლა მინდა დავეხმარო ყველა ღარიბს. ისინი დილით იღვიძებენ და საუზმისთვის ვერაფერს პოულობენ", - ციტირებს ორბანის სიტყვებს L'Equipe.
მკითხველის კომენტარები / 8 /
უნგრელი ღორის მოგვარე ყოფილა საცოდავი.
555
24 მარტი 2024 11:50
0
ადადმიანი საკუთარ თავზე რომ გამოცდის ნებისმიერ განსაცდელს, ის უფრო სოლიდარულია სხვებთან მიმართებაში და ეს ძალიან ღირსეული საქციელია ნებისმიერი ადამიანისაგან და ამ კონკრეტულ მომენტში ორბანისაგან... პატივისცემა მას!
ვახო...
17 მარტი 2024 17:03
0
შტატში კი არა,სახელმწიფოში. სტეიტს შტატს კი არა,სახელმწიფოს ნიშნავს ინგლისურად.წესიერი თარჯიმნები დაიქირავეთ.
status quo
17 მარტი 2024 16:56
2
სწორად წერია ყველაფერი.ადმინისტრაციული მოწყობის თანახმად,ნიგერიის ფედერაცია 36 შტატისგან შედგება.შწორედ თავისი შტატი ქონდა მხედველობაში,ეტყობა,ამ პატიოსან კაცს,რაც ასევე პატიოსნად უთარგმნია საიტს...
დრანდელი
17 მარტი 2024 17:49
0
ანგლო საქსებს მიაქვთ თქვენი რესურსები და იმიტომ ხართ მშივრები.
დასავლეთში ფერადი ფაშიზმია
17 მარტი 2024 16:05
12
ჩვენი ცხონებული ფალავანის თედიაშვილის სიტყვებია:როდის იყო მაძღარი მგელი საჭმელს ეძებდაო! დანარჩენი …
გულშემატკივარი
17 მარტი 2024 15:25
0
ჩვენი ცხონებული ფალავანის თედიაშვილის სიტყვებია:როდის იყო მაძღარი მგელი საჭმელს ეძებდაო! დანარჩენი …
გულშემატკივარი
17 მარტი 2024 15:25
0
უნგრეთის პრეზიდენტიც აფრიკელი ყოფილა)
დავით 67
17 მარტი 2024 14:56
0

სიახლეები პოპულარული