პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენი" ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა!

გუშინწინ, 27 აპრილს პარიზულმა გუნდმა შინ "ლე ავრთან" ფრედ, 3:3 ითამაშა. მეორეადგილოსანი "მონაკო" კი გუშინ "ლიონთან" 2:3 დამარცხდა. საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე პსჟ-სა და "მონაკოს" შორის სხვაობა 12 ქულა გახდა და მონაკოელები პარიზელებს ვეღარ დაეწევიან. 

პსჟ-მა ლიგა 1 ზედიზედ მესამედ, ისტორიაში, კი მეთორმეტედ მოიგო. აღსანიშნავია, რომ 12 ტიტულიდან 10 ბოლო თორმეტ სეზონზე მოდის. ხაზგასასმელია ის, რომ Qatar Sports Investments-მა კლუბი 2011 წელს შეიძინა. 

"პარი სენ ჟერმენს" საფრანგეთის 
ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული. 
მეორე-მესამე ადგილებს 10-10 ტიტულით
"სენტ ეტიენი" და "მარსელი" ინაწილებენ; "მონაკო" და "ნანტი" ლიგა 1-ის გამარჯვებულები 8-8-ჯერ გახდნენ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლიონმა რამდენჯერ მოიგო, ერთი პერიოდი კი დომინირებდა
გოგა
23:22 29-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული