პსჟ-ის მორიგი ხმაურიანი შენაძენი - პორტუგალიელი ტალანტი კარიერას პარიზში გააგრძელებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მა გვაუწყა, რომ "ბენფიკადან" 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო ნევეში შეიძინა და მას კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გაუფორმა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარიზელებს ეს გარიგება 60 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც 10 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. 

ნევეშმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე "არწივების" ფორმა 55 შეხვედრაში მოირგო, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ პარიზელებმა და ლისაბონელებმა კიდევ ერთი გარიგებაც გაჩარხეს. პსჟ-ის საკუთრებაში მყოფი 26 წლის ნახევარმცველი რენატო სანჩესი 1-წლიანი იჯარით "ბენფიკას" დაუბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საწყენია როდესაც ქართველ ფეხბურთელს არ აფასებენ, მაგრამ გავიხსენოთ რა გზით მოვხვდით ჯგუფურ ეტაპზე და უმოტივაციო პორტუგალიის დასამარცხებლად როგორი რომი გადავიტანეთ და მივხვდებით - დასამტკიცებელი კიდევ ბევრია!
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
19:44 06-08-2024
1
ეროვნება ჩემო ძმაო, ეროვნება, არ ჯერავთ, რომ ქართველები საფეხბურთო ერივართ, ეგ ევროპა შემთხვევითი გასროლა გონიათ, რეალურადაც რომ ვთქვათ რა ვქენით ასეთი, თურქეთთან წავაგეთ, ჩეხეთმა ბურთი თავზე დაგვახია, პორტუგალიას მოუგეთ, მარა ჯერ ერთი პორტუგალია არაფერ თავში არ იყო, მერე მეორე შემადგენლობით იყო და თან არაფერში ჭირდებოდა ეგ თამაში.
ბაჩოს
17:01 06-08-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული