ოსიმენი გამოირიცხა? - პსჟ-მა 50 მილიონად ფორვარდი დაიმატა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონა პსჟ-მა გვაუწყა, რომ "რენიდან" 19 წლის ფორვარდი დეზირე დუე დაიმატა და მას კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი პარიზულ გუნდს 50 მილიონი ევრო დაუჯდა.

გასულ სეზონში დუემ "რენის" ფორმა 31 შეხვედრაში მოირგო, სადაც 4 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მოგეხსენებათ, პსჟ-ის სახელს "ნაპოლის" ფორვარდ ვიქტორ ოსიმენსაც აქტიურად უკავშირებენ, მაგრამ შესაძლოა, ამ გარიგებით ეს ტრანსფერი აღარც შედგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული