არ ვიცი, ჩემს ცოლზე მეტად თუ მოვწონდი" - ხესემ პსჟ-ში გატარებული პერიოდი სკანდალურად გაიხსენა

AutoSharing Option
პსჟ-ის ყოფილმა შემტევმა ხესემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც პარიზულ გუნდში თამაშობდა. ესპანელმა საფრანგეთის დედაქალაქს 2016 წელს "რეალიდან" 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ მიაშურა.

"იმ დროისთვის "რეალში" დარჩენა შემეძლო, მაგრამ მინდოდა, რომ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მქონოდა და თანაც, ევროპის ჩემპიონატზე წასვლა მინდოდა და ტრანსფერსაც "მწვანე" მაგიტომ ავუნთე.

მადრიდში კარგად მიხდიდნენ, მაგრამ პსჟ-მა უფრო ბევრი შემომთავაზა და ამ გუნდში საშინლად მომექცნენ. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ "რეალი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.

პარიზში ბრწყინვალე დებიუტი გამომივიდა, საგოლე გადაცემაც გავაკეთე, მაგრამ ვგრძნობდი, რომ საქმე მქონდა მილიარდელ
პრეზიდენტთან, რომელიც მოთამაშეებს ჩიფსებივით ექცეოდა. საბოლოოდ, ტრავმა მივიღე და 2 თვე გამოვტოვე, დაბრუნების შემდეგ კი მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი.

მაშინდელ მწვრთნელ ემერის ვუთხარი, რომ თავს მოტყუებულად ვგრძნობდი. პრეზიდენტ ელ-ხელაიფს გუნდში ჩემი დანახვა აღარ უნდოდა. არ ვიცი, მოსწონდა თუ არა მას ჩემი ცოლი ჩემზე მეტად", - ციტირებს ხესეს AS.

31 წლის ხესე ამჟამად მალაიზიური "ჯოჰორის" ღირსებას იცავს. 2017 წლიდან ის პსჟ-იმ არაერთ გუნდში გაანათხოვრა, 2020/21-წლების სეზონში კი მცირე ხნით დაბრუნდა და 2 მატჩში ითამაშა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით "ლას პალმასში" ჩაირიცხა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფრის სხვაზე გადაბრალება რო გიყვართ ხოლმე გადახედე შენს განვლილ კარიერას და მიხვდები რო მთლად არასპორტული მიზეზებით არ გაუშვიხარ პსჟ-ს, კაი თუ ეგ კლუბი ტყუის რატო სხვაგან ვერ მიაღწიე ვერაფერს მით უმეტეს ახალგაზრდაც იყავი და სხვადასხვა კლუბშიც მოგეცა შანსი რო სადმე გევარგა, 31-წლის ფეხბურთელი მალაიზიაში თამაშობ იმ კლასის ხარ და რა ნამუსით აკრიტიკებ პსჟ??
gel-100
18:24 04-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული