"კვარას" გარეშე - პსჟ-მა "ლანსს" თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეთვრამეტე ტურში პსჟ-მა სტუმრად „ლანსი“ 2:1 დაამარცხა.

„პარი სენ ჟერმენის“ განაცხადში არ იყო ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი სავარაუდოდ პირველ მატჩს 25 იანვარს „რეიმსთან“ ჩაატარებს. „კვარას“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს და თუ პსჟ შემდეგ რაუნდში გავიდა, განაცხადში შეიყვანენ.

მარცხენა გარემარბმა ბრედლი ბარკოლამ, რომლის ანგარიშზე ნოემბრის დასაწყისის შემდეგ საგოლე მოქმედება არ იყო, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე მეთერთმეტედ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

პარიზული გუნდი 46 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს ჩემპიონთა ლიგაზე
სახლში „მანჩესტერ სიტისთან“ გამართავს.

ლანსი. „ბოლარ-დელელისი“
ლანსი - პსჟ 1:2
გოლები: 1:0 ნზოლა (36), 1:1 ფაბიან რუისი (59), 1:2 ბარკოლა (86)

alt"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა

მკითხველის კომენტარები / 10 /
Კვარას გარეშე პსჟ-ც იგებს და ნაპოლიც
Ჯეკა
01:42 19-01-2025
5
ვახ გამოდის როგორც ნაპოლი უშლიდა ხელს ხვიჩას, ასევე ხვიჩაც უშლიდა ხელს ნაპოლის, სამი გოლი ატალანტასთან ეხუმრები თქვენ.
ჯონი
01:25 19-01-2025
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული