ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ "ლიონმა" გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი რაიან შერკი "დორტმუნდს" არ მიჰყიდა.
გერმანული კლუბი მზად იყო შერკის ტრანსფერში 22.5 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ "ლიონმა" მისი გასხვისება არ ისურვა.
21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ამ სეზონში 26 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიხედვით რაიანის ფასი 30 მილიონია.