"ლიონის" პრეზიდენტმა ახსნა, რატომ არ მიჰყიდა "დორტმუნდს" რაიან შერკი

AutoSharing Option
"ლიონის" პრეზიდენტმა ჯონ ტექსტორმა "დორტმუნდში" გუნდის 21 წლის ნახევარმცველის რაიან შერკის შეუმდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

"ბორუსიამ" "ოლიმპიკს" ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 22,5 მილიონი ევრო უკვე სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ შესთავაზა და ბევრი გამოცემა მიიჩნევდა, რომ გარიგება შედგებოდა, თუმცა ეს თავად ტექსტორმა დაბლოკა.

"დორტმუნდმა" შეთავაზება ყოველგვარი პატივისცემის გარეშე გააკეთა. ის საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყო და ამასთანავე, შეთავაზება არასწორ დროს გაკეთდა", - ციტირებს ტექსტორს Sky Sport.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული