"ბორუსიამ" "ოლიმპიკს" ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 22,5 მილიონი ევრო უკვე სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ შესთავაზა და ბევრი გამოცემა მიიჩნევდა, რომ გარიგება შედგებოდა, თუმცა ეს თავად ტექსტორმა დაბლოკა.
"დორტმუნდმა" შეთავაზება ყოველგვარი პატივისცემის გარეშე გააკეთა. ის საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყო და ამასთანავე, შეთავაზება არასწორ დროს გაკეთდა", - ციტირებს ტექსტორს Sky Sport.