![](https://sportall.ge/pictures/image5/38832b0d177b01b441fd27392f7c9534.jpg)
ეს გუნდები პირველი წრის ეგიდით ერთმანეთს 19 დეკემბერს შეხვდნენ, 5 იანვარს სუპერთასი გაითამაშეს და პარიზულ კლუბს ამ შეხვედრებშიც და ზოგადადაც, შიდა არენაზე ძალიან დამაჯერებელი პერიოდი აქვს - 20 მატჩში 50 ქულა მათ გარდა ისტორიაში მხოლოდ "ლიონს" მოუპოვებია; ლუის ენრიკეს გუნდმა
პსჟ ისტორიაში ყველაზე ხშირად სწორედ "მონაკოს" შეხვდა - 113. უახლოესი მეტოქე ერთადერთია, პარიზელები 40-ზე მეტ მატჩში (48) რომ დაამარცხა, დედაქალაქში ბოლო 13 სტუმრობიდან კი 12-ში გაიტანა. ჰუტერის გუნდმა გასვლით მატჩებში ძალიან სუსტია და ჩემპიონატში სტუმრად ბოლოს ოქტომებრში გაიმარჯვა. ოთარ კიტეიშვილის "შტურმიდან" შეძენილმა, 21 წლის დანიელმა, მიკა ბირითმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და გუნდი "მარსელს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ორი შედეგიანი პასის მიუხედავად, ემბოლო სათადარიგო უნდა იყოს. არ იქნება სინგო, რომელმაც მეკარე დონარუმას სახე დაუზიანა.
ჟოაო ნევეში მომჯობინდა
![კვარაცხელია თუ არ ითამაშებს, ჩემპიონთა ლიგისთვის დასვენების მიზნით - გუნდი, რომელმაც პსჟ ყველაზე მეტჯერ დაამარცხა... Sportall.Ge](/pictures/artimages/original/a55ba8cc038b57c55b5247a6e597318f.jpg)
ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მესამე შეხვედრაში (ერთი საგოლე პასი) სასტარტო შემადგენლობაში თუ არ იქნება, იმ მიზეზით, რომ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს. ჟოაო ნევეში მომჯობინდა და იმედია, ნახევარმცველი მანამდე არსებულ ფორმას დაიბრუნებს. დემბელეს ბოლო 8 შეხვედრაში 14 გოლი აქვს, ბარკოლას შვიდში - 10.
მთავარი მსაკი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი, კლემენტ ტურპინი იქნება.
ექვსეულისთვის მებრძოლი გიორგი მიქაუტაძის (4 გოლი, 1 საგოლე პასი) "ლიონი" "რეიმსს" კვირას, 9 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუხვდება, ხოლო, გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად, ზურიკო დავითაშვილის (7 გოლი, 2 შედეგიანი პასი) "სენტ ეტიენი" შაბათს ღამით (ჩვენი დროით კვირას, 00:05 სთ-ზე) ერთი საფეხურით ზემოთ მყოფ "რენს" უმასპინძლებს.
რა არის კვარაცხელიას საუკეთესო მხარე - თავის ფეხბურთს არ კლავს, ამრავალფეროვნებს...
ადაპტაცია ყველა ფეხბურთელს ჭირდება