"არ მინდა, ერთმა ფეხბურთელმა 40 გოლი გაიტანოს, ჩვენი მიზანია..." - ენრიკემ პსჟ-ის შეტევაზე ისაუბრა

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდიდან კილიან მბაპეს წასვლაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა გუნდი შეტევაშიც და დაცვაშიც უფრო ძლიერი გახდა. პარიზელთა დამრიგებლის თქმით, მისი მიზანია, გოლი ყველამ გაიტანოს და არა ერთმა ფეხბურთელმა 40 შედეგიანი დარტყმა განახორციელოს. 

"გასულ სეზონში უკვე გითხარით, რომ შეტევაშიც და დაცვაშიც უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლებოდა. მჯერა, რომ ასეც მოხდა და ამაზე ციფრები მეტყველებს.

ადრეც აღვნიშნე, რომ არ მინდა ერთმა მოთამაშემ 40 გოლი გაიტანოს, არამედ მეტოქის კარი ყველა ფეხბურთელმა უნდა აიღოს, ჩვენი მიზანი სწორედ ესაა.

პროგრესი უნდა განვაგრძოთ. იმ სიტუაციაში, რომელშიც ზაფხულში აღმოვჩნდით, არ გვსურდა, მაგრამ ასე მოხდა და გუნდი ამას მომწიფებული შეხვდა", - თქვა ენრიკემ "მონაკოსთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ენრიკეს კარგად ესმის ფეხბურთი,გოლების სტატისტიკა,ან პასების პიარი და რეკლამა,შოუა ფეხბურთის გარშემო მყოფთა მიერ მოწყობილი,სანახაობის, ფულით,ფულის კეთების ბიზნესია,ფეხბურთელების და ფეხბურთის მეშვეობით ,არაფერს ნიშნავს ,ჯამში კი უნდა იყვეს ფეხბურთელი გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც მაღალი ხარისხის მოთამაშე ყოველ მონაკვეთში და დროში.ფეხბურთი გუნდური თამაშია და გვერდზე რომ ინიესტა.....ან პიკე...და კიდევ ხუთი-ექვსი მსოფლიოს დონის ვარსკვლავი გიდგას,გაათმაგებულად ვარსვლავური ხდებიან,ვარსკვლავები მესიც და რონალდუც,და ბარსაც და რეალიც დიდი გუნდები იყო ერთობლიობაში და არა ....ფეხბურთის მოყვარულები ვმსჯელობთ მოყვარულის დონეზე,პროფესიონალები თავთავიანთ პროფესიების ამომწურავად წვდომის სიღრმეებით.არ შეუძლია ჟურნალისტსაც კი,მითუმრტეს სუსტს თავის პროფესიაში ,მეტი ესმოდეს -ჩვენს შემთხვევაში ფეხბურთში,თუ არ უთამაშია დიდ ფეხბურთში,უფრო კარგად გაეგებოდეს, ვიდრე კარგ მწვრთნელს ჟურნალისტის ამოცანაა რეალურად ასახოს რაც ხდება,"სტრატეგიული" დასკვნების გარეშე ,თავისი ბლა-ბლა ვერდიქტებით....აღარაფერს ვამბობ გულშემატკივრებზე,ყველას თავთავინთი საზომი აქვს,ამომწურავად საქმის არ ცოდნის გამო , მსჯელობისას,მით უმეტეს საჯაროდ ,და კარგია თუ მარტო თავის აზრს ამბობს კორექტულად და არ ილანძღება ეთერში , არ აგინებს ხალხს,მისგან განსხვავებული აზრის გამომთქმელებს ,თავისი სიდებილის გადმოსახედიდან....
მ.ზ.
23:59 07-02-2025
0
რონალდუს და მესის რომ გაჰქონდათ 40-50ბურთი სეზონში ამის ჭკუით ცუდი ყოფილა.ამიტომ ვერ იგებდნენ რეალი და ბარსა ჩემპიონთა ლიგასა თუ ჩემპიონატს.ეტყობა ცოტა ვერ ლავეს.
ვა რა დონეა
22:43 07-02-2025
11

სიახლეები პოპულარული