სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულად ცნობილი ბენ იედერი შესაძლოა, სერია A-ში გადაბარგდეს

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, 34 წლის ფრანგი ფორვარდი ვისამ ბენ იედერი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, შესაძლოა, სერია A-ს ბინადარ "ვენეციაში" აღმოჩნდეს.

გამოცდილი შემტევი რამდენიმე თვის წინ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს და ორწელიწადნახევარი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ასევე გაუპატიურების კიდევ ერთ საქმეში ადანაშაულებენ. საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ფრანგი შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.

ბოლო სასამართლო სხდომაზე "მონაკოს" ყოფილმა ფორვარდმა ახალი კლუბის პოვნის სურვილი გამოთქვა. ბენ იედერს გასული წლის მაისის შემდეგ არ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირობით მისჯილი ნისნავს დამნაშავედ ცნობას თან მძიმე საქმეში ამას დამატებული უფრო მძიმე ბრალდებები ჰოდა რატო უნდა გინდოდეს ასეთის აყვანა გუნდში სასჯელის მოხდის მერე კიდე ჰო მარა ჯერ იქამდე 2 წელზე მეტია და თან გაუპატიურების საქმეც მიმდინარეობს
ნოდო
18:17 11-02-2025
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული