კვარაცხელიას თანაგუნდელი დემბელე შესაძლოა, პსჟ-ის შემდეგ მატჩში თავისი გუნდის ყველა დროის რეკორდსმენი გახდეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში "პარი სენ ჟერმენმა" გასვლაზე "ბრესტს" 3:0 სძლია, დუბლი კი უსმან დემბელემ მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ 27 წლის ფრანგს ყველა ტურნირზე პარიზელთა მაისურით გოლი უკვე ზედიზედ 8 შეხვედრაში გააქვს. მან ამ მაჩვენებლით ნეიმარის (ორჯერ) კარლოს ბიანკისა და კილიან მბაპეს შედეგი გაიმეორა.

თუ დემბელე 16 თებერვალს გასვლაზე "ტულუზას" კარსაც დალაშქრავს, შედეგიანი დარტყმა უკვე ზედიზედ 9 შეხვედრაში იქნება და პსჟ-ის ყველა დროის რეკორდსმენი გახდება.

ინფორმაციისთვის, დემბელემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 6 საგოლე
გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული