ბარკოლა დაისვენებს და კვარაცხელია დაიწყებს - "მილანის" რეკორდისკენ და გუნდი, რომელმაც ბოლოს პსჟ-ს მოუგო...

AutoSharing Option
პსჟ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაშია, ფენომენალური და დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას აპირებს. ლუის ენრიკეს გუნდი ყოველკვირეულად უკეთესი ხდება. მორიგი მატჩი სტუმრად, "მუნიციპალზე"(33 150), "ტულუზასთანაა", შაბათის საღამოს (ჩვენი დროით უკვე კვირას, 00:05 სთ-ზე), 15 თებერვალს.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში (იქ ბარსელონა ან ლივერპული) თამაში თითქმის გაინაღდა, თასზე სუსტი მოწინააღმდეგე ელის, ჩემპიონატში კი 22-ე ტურამდე 10-ქულიანი უპირატესობა აქვს. შაბათს, 20:00 საათზე, უახლოესი კონკურენტი "მარსელი" ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენს" უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ კვირას, 18:00 საათზე, გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" "მონპელიეს" ესტუმრება.

"ტულუზა" ის გუნდია, რომელმაც შიდა ასპარეზზე პსჟ უკანასკნელად (3:1), თანაც გასვლაზე დაამარცხა. ეს გასული სეზონის 33-ე ტურში მოხდა. არადა, პირველად მბაპემ გაიტანა. იმ შეხვედრაში გოლის ავტორი დალინგა ახლა "ბოლონიაშია"; კაპო ვერდელმა კოსტამ ტულუზელებიდან ესპანეთში, "ვილიარეალში" გადაინაცვლა...

Sportall.Ge

ლუის ენრიკეს გუნდი ფრანგულ რეკორდებს ხომ არ იმჩნევს და შიდა ასპარეზზე 34 გასვლითი შეხვედრა დაუმარცხებლად ის იქნება, რაც 90-იანი წლების ლეგენდარულ "მილანს" ჰქონდა. ამის შანსი ახლავე არსებობს.

"ტულუზა" ცუდ ფორმაშია, ვერც ჩემპიონატში იგებს და თასიდანაც გავარდა. ესპანელი კარლეს მარტინესის გუნდი ინტერნაციონალურადაა დაკომოლექტებული. აქ შეხვდებით ფრანგსაც, ნორვეგიელსაც, ვენესუელელსაც, აშშ-ს წარმომადგენელსაც, მაროკოელსაც და გაბონელსაც...

ლუის ენრიკესგან მორიგ როტაციას ველით. მაგალითად, დაცვაში ბრაზილიელმა ბერალდომ (მარკინიოსი დაისვენებს) უნდა ითამაშოს, რომელიც ბოლოს მხოლოდ თასზე ვნახეთ; ლიმ რუისი უნდა ჩაანაცვლოს; რაც შეეხება შეტევას, სასტარტოში ამჯერად ბარკოლა არ იქნება და ხვიჩა კვარაცხელია დაიწყებს. ცენტრფორვარდად რამოშს ვნახავთ, დემბელე კი მარჯვნივ გადაინაცვლებს.

მატჩის მთავარი მსაჯი დელაჯოდია, რომელიც პარიზელებს ბოლოს 5 იანვარს, სუპერთასზე მოემსახურა.

altგვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

მკითხველის კომენტარები / 26 /
პსჟ-ს საფრანგეთში უბრალო წინააღმდეგობის გამწევი მოწინააღმდეგე არა ყავს და ხვიჩამ როგორ უნდა აიმაღლოს კლასი ძალიან მაწუხებს.უბრალოდ ნაპოლში აღარ გაეჩერებოდა უაზრო პრეზიდენტის გამო თორემ სუფთა ფეხბურთისთვის სეზონის ბოლომდე იქ ჯობდა დარჩენა და მერე ინგლისში.ჩვენთვისაც,გულშემატკივრებისთვისაც ნაპოლის თამაშების ყურება უფრო აზარტული იყო.ახლა ხვალინდელი თამაშისგან არაფერს სასიხარულოს არ ველოდები.
ამაშია საქმე
20:17 14-02-2025
5
არანაირად არ მგონია რომ რაიმე პრობლემა იყოს ან ხვიჩას ადაპტაციის მხრივ ან კიდე ზოგადად პსჟ-ს თამაშის მხრივ. პირიქით დიდი უმრავლესობა ფრანგი მიმომხილველებისა თუ სპეციალისტების აზრით, მონაკოსთან პსჟ-ს ვერსია იყო ბოლო პერიოდის საუკეთესო ვარიანტი. შეტევის ამდაგვარი ორგანიზება დიდ მოწინააღმდეგეებთან არ იქნება რათქმაუნდა მარტივი ამოცანა, მაგრამ სწორედ მანდ უნდა იყოს შანსი იმისა, რომ ენრიკემ რაღაც განსაკუთრებული შეთავაზოს მოწინააღმდეგებს. თამაშის სტრუქტურაში და განსაკუთრებით შეტევაში არაორდინალური სვლები თუ შესძენს პსჟ-ს იმ არაპროგნოზირებადობას, რაც პრინციპში აკლდა ამ გუნდს ყოველთვის დიდი მიზნებისათვის ბრძოლაში. ამ კონტექსტში ხვიჩას როლი შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. მონაკოსთან გარკვეულ მომენტებში იყო ის ფეხბურთი, რომელსაც ძალუძს ნებისმიერი გრანდის ფაქტის წინაშე დაყენება. ტიტულის მოგება და თან ისეთის , როგორიც ლიგაა, ახალაბედა პრეტენდენტებისათვის ბევრი ფაქტორის თავმოყრას,გათვალისწინებას და ელემენტარულ გამართლებასთან კომბინირებას მოითხოვს. მართლაცდა მარტო რეალები და ლივერპულ-ბავარიები ხომ არ იგებენ ამ ტურნირს. ჩვენ ხომ გვინახავს სხვა ტიპის ჩემპიონებიც, როგორიცაა მაგალითად იგივე პორტუ, ჩელსი და თუნდაც ინტერი. არანაირი სენსაცია არ იქნება თუ გინდაც წელსვე რომ თუნდაც ამ პსჟ-მ რომ ჩაავლოს ხელი ლიგის თასის ნანატრ ყურებს. გაიხსენეთ ბოლო პერიოდის ჩელსიმ სწორედ პლეიოფის ეტაპზე აკრიფა და ფინალში დამსახურებულ ჩემპიონად გარდაიქმნა. ასე რომ მოდი წინაწარ შანსებს ნუ მოვუსპობთ პლეიოფის ამა თუ იმ მონაწილეს, მითუმეტეს პსჟ-ს მასშტაბის კლუბს.
ამატაკი
19:14 14-02-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული