შეუწყვეტს თუ არა კატარი პსჟ-ს დაფინანსებას, თუ ეს მხოლოდ საფრანგეთზე და მაკრონზე ზეწოლაა? - გეოპოლიტოლოგი განმარტავს

AutoSharing Option
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის ბრალი წაუყენეს კომპანია Lagardère-ს წინააღმდეგ ხმის მოსყიდვის თანამონაწილეობაში, რის გამო კატარელებმა შეიძლება საფრანგეთში პსჟ-სა და beIN Sports-ს დაფინანსება შეუწყვიტონ. აღნიშნულ საკითხზე RMC Sport-თან ინტერვიუში ფრანგმა გეოპოლიტოლოგმა ჟან-ბატისტ გეგანმა ისაუბრა.

- რამდენად ძლიერია საფრთხე, თუ ეს მხოლოდ ზეწოლაა?
- ფრანგული მართლმსაჯულება სუვერენულია, ჯერ არაფერი არ არის დამტკიცებული. ჩვენ კატარისგან მივეჩვიეთ ფრანგული მართლმსაჯულების სისტემაზე, მთავრობაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და შესაბამისად პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე  ზეწოლას.

ამას გარდა, რადგან ნასერ ალ-ხელაიფი ასევე სარგებლობს განსაკუთრებული სტატუსით და მჭიდროდ არის
დაკავშირებული კატარის მთავრობასთან, ეს პროცედურა აუცილებლად არ გამოიწვევს შემდგომ სასამართლო პროცესს. მოცემულ მომენტში საქმე მხოლოდ წინასწარ გამოძიებასთან გვაქვს.

- თქვენთვის წარმოუდგენელია, რომ კატარი მთლიანად მიატოვებს თავის ბიზნესს საფრანგეთში, რათა გადაარჩინოს ნასერ ალ-ხელაიფი? შეიძლება, ეს იყოს მხოლოდ Qatar Sports Investments-ის ინვესტიციების აქტივები და არა სხვა პარტნიორების?
- ძნელად წარმოსადგენია კატარმა თავის გეგმებზე უარი თქვას. ეს უფრო პოლიტიკური ზეწოლაა და არა რაღაც რეალური. ჯერ კატარის სახელმწიფოსგან რაიმე ოფიციალური შეტყობინება არ მიგვიღია, მხოლოდ ნასერ ალ-ხელიფის გარემოცვისგან და პსჟ-ში მისი წარმომადგენლებისგან გვაქვს ინფორმაცია. ამ საქმეში, არიან პირები, რომლებიც შუამავლები გახლავან ნასერ ალ-ხელაიფის კომუნიკაციებში და აქტივების ნაწილში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.

ჯერ ოფიციალური შეტყობინება არ არის, ეს ასე არ კეთდება. ეს ცოტა მოუხერხებელია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ვიღაცას საკითხის პოლიტიზირება სურს, რათა უფრო მეტად გააძლიეროს ზეწოლა. სინამდვილეში ამ საფრთხეში რაღაც არარეალურია. ეჭვი მეპარება, რომ კატარმა პარიზის მხარდაჭერა გარისკოს და საფრანგეთში აქტივები გაყიდოს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კიდევ ერთხელ მტკიცდება__ფული ჯოჯოხეთს ანათებსო!..
ანტი ფინანსისტი
10:25 15-02-2025
0
კატარული მთავრობა რო კლუბს ფლობს,თან პარიზში და თან ევროპაში,ეს შემაშფოთებელია.როგორ უნდა გაუწიო კონკურენცია რომელიმე ქვეყნის მთავრობას? ამიტომაც არის ლიგა ერთი უინტერესო ლიგა. დასაწყისშივე იცი რომელი გუნდი მოიგებს. არც ინგლისი არის ამ მხრივ კარგ სიტუაციაში,ორი კლუბი არის არაბულ მთავრობებთან დაკავშირებული. ბოლო 6 წელში,ხუთჯერ მოიგო სიტიმ ეპლი და ესეც შემაშფოთებელია. ახლა კი,115 ბრალდება უდევთ მაგიდაზე და სიტის არანაირი სანქციები არ დააკისრეს. მაგალითად,იგივე სიტუაციაში,ევერტონი კინაღამ გავარდა,ორჯერ დააკლეს ქულები. სიტის რატომ არ სჯიან? საფრანგეთისგან განსხვავებით ინგლისში ყველა კლუბი შოულობს დიდ ფულს და ზედმეტად არ ყვირიან,ხოლო საფრანგეთში მიჩმორებულები არიან. ხედავთ,ევროპებშიც ხდება ისე რო კონკურენციას კლავენ და ჩუმი გარიგებებით კეთდება საქმე. ნუ ეს ყველგან ეგრე იყო,თუმცა ჩვენში ილუზია აქვთ რო დასავლეთში ყველაფერი გამჭვირვალე და სუფთაა. იქ ისეთი ხალხი არის წარმოდგენილი რო ივანიშვილი დედა ტერეზად მოგეჩვენებად. აქვე შეგახსენებთ,აბრამოვიჩი დაგულაობდა ლონდონში და ჩელსისაც ბევრი ქომაგი ყავდა საქართველოში. მერე სიტუაცია შეიცვალა და გაგდეს რომანი,ხოდა როდის მიხვდებიან რო არაბებიც იგივე ხალხია და საერთოდ,ყველა ბიზნესმენი ეგეთია. ძალიან გამიხარდება თუ ფეხბურთს მოშორდებიან და ყველა კლუბი თვით დაფინანსებაზე და არასამეწარმეო იურიდიული პირი გახდება. ასე მოგებას ვერ გაიტანს ვერავინ კლუბიდან და მთელი ფული კლუბს მოხმარდება. აღარც უაზროდ გაბერილი ტრანსფერები იქნება და კლუბები აკადემიებს მიხედავენ. ასე თუ გადარჩება ფეხბურთი,თორე წალეკეს ამ მაიმუნმა ბიზნესმენებმა.
იასონას უდარი
22:26 14-02-2025
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული