16 თებერვალს მადრიდში, "ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე" ესპანელ "ლომებთან" გასამართ მატჩში "ბორჯღალოსნებს" დავით ნინიაშვილი უკაპიტნებს.

22 წლის ნინიაშვილი "ბორჯღალოსნების" თითქმის 36-წლიან ისტორიაში 36-ე კაპიტანია. ასაკის მიუხედავად, მისი სანაკრები დებიუტი ჯერ კიდევ 2020 წელს ირლანდიასთან (10:23) შედგა და მის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. დღემდე ნინიაშვილის ანგარიშზე 37 კეპი და 88 ქულაა (11 ლელო, 12 გარდასახვა, 3 ჯარიმა).

ნინიაშვილს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია ელის. უნივერსალური მოთამაშე შეხვედრას მგეზავის პოზიციაზე იწყებს.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩის წინ, რიჩარდ ქოქრილს საკადრო პრობლემები შეექმნა. ნიდერლანდებთან 40:7 გამარჯვების შემდეგ მცირე ტრავმები აქვთ და ესპანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ: მგეზავი ლუკა მატკავა, მესამეხაზელები ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია, ასევე ფრთა ამირან შვანგირაძე. ნიდერლანდებთან წითელი ბარათი მიიღო ბექა გორგაძემ, ხოლო მგეზავი თედო აბჟანდაძე ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე დაშავდა.

სწორედ ამითაა განპირობებული მგეზავად ნინიაშვილის მოვლინება, ფულბეკის პოზიციაზე კი ახალგაზრდა დაჩი პაპუნაშვილი ბრუნდება, რომელსაც სანაკრებო დებიუტი შვეიცარიასთან ჰქონდა. ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა და ფრთაზე სანდრო თოდუას ნაცვლად შალვა აფციაურს ვიხილავთ. სხვა მხრივ ნიდერლანდებთან მატჩის მსგავსად მეორე ფრთა ლელოების-მანქანა აკაკი ტაბუცაძე იქნება, ცენტრში თორნიკე კახოიძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან, 9 ნომრად კი ვასილ ლობჟანიძეს ვიხილავთ.

ხუთი ცვლილებაა შერკინებაში. ესპანელებს "მონპელიეს პირველი ხაზი მიაწვება". კვაჭმა ვანო კარკაძემ სასტარტოში ადგილი შეინარჩუნა და ამჯერად მას ბურჯებად თანაკლუბელები - ნიკა აბულაძე და ლუკა ჯაფარიძე ეყოლება. გიორგი მამაიაშვილმა და ირაკლი აფციაურმა მარქაფაში გადაინაცვლეს, კვაჭის პოზიციაზე კი შეცვლაზე კვლავ ირაკლი ქვათაძეს ვიხილავთ.

უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი. მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე წელს ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ, ხოლო მარქაფაში გიორგი ჯავახია ყავთ.

ტრავმების გამო სრულად შეიცვალა მესამე ხაზი. ამჯერად თამაშს ილია სპანდერაშვილი, გიორგი ცუცქირიძე და ლუკა ივანიშვილი იწყებენ, მარქაფაში კი ბექა შვანგირაძეა.

ლობჟანიძის შემცვლელი გელა აფრასიძე იქნება, ხაზს კი დემურ თაფლაძე და ლუკა ცირეკიძე გააძლიერებენ. ცირეკიძესთვის ეს მეორე თამაში იქნება. მას დებიუტი შარშან გერმანიასთან ჰქონდა.

ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული ა ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და, 1 ან 2 მარტს, თასის ნახევარფინალში, ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან, მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი, ბ ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი)

ა ჯგუფი. III რაუნდი. 16 თებერვალი (კვირა)

მადრიდი. ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსე

ესპანეთი - საქართველო 15:45 (საქ. დრო)

საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი, კაპ.), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

Rugby.ge

parfiumer
მათიაშვილმა დაანება რაგბს თავი?
ზაზა
წარმატებები ჩვენს ბიჭებს და ახალ კაპიტანს ! გგულშემატკივრობთ ...
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო