
ამ გუნდების შეჯიბრების ისტორია სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს. თავდაპირველად თუ დაძაბული ბრძოლები იყო, მას შემდეგ რაც პარიზული კლუბი გრანდი გახდა, მსგავსი არაფერი ხდება. ბოლო წლებში იშვიათი
ლუის ენრიკეს ბიჭები "ლივერპულთან" ბრწყინვალების შემდეგ როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად გამოფიტულები არიან. ამას სატურნირო მოტივაციის ნაკლებობაც ემატება. ამ დროს ლოგიკურიც იქნება, ესპანელმა სპეციალისტმა თავის გამოჩენის საშუალება ღრმა სათადარიგოებს მისცეს. ამის გაკეთებას რაც შეიძლება ხელი შეუშალოს, მატჩის პრინციპულობაა, ასევე ის, რომ ფეხბურთელებმა საკლუბო ფეხბურთისგან ისედაც ორი კვირით უნდა დაისვენონ.
გადავხედოთ, ვინ არიან პარიზულ კლუბში ისინი, ვისაც ნაკლებად ვიცნობთ.
მეკარე. საფონოვი დონარუმას ცვლის ხოლმე, აქ კი ესპანელი ტენასიცაა, რომელიც "ბარსელონას" აღზრდილია (ბოლოს 16 იანვარს თასზე ითამაშაა); 20 წლის პორტუგალიელი ლუის მუკე 20 თებერვალს ლიგა 1-ში სათადარიგო იყო.
დაცვა. პსჟს 18 წლის მაროკოელი ცენტრალური მცველი, ნაუფელ ელ ჰანაში ჰყავს, რომელიც რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ გუნდში გამოდის, აქ კი ნაკლები დრო ეძლევა. აი, იორამ ზაგეს პერიოდულად, უფრო თასზე, ჰაკიმის შემცვლელად ვხედავთ.
ნახევარდაცვა. სენი მაიულუს კარგადაც ვიცნობთ და ის მშვენიერ შთაბეჭდილებასაც ტოვებს, 17 წლის აქსელ ტაპემ კი ბოლოს თასზე ითამაშა.
შეტევა. აქ ისედაც ბევრი ფეხბურთელია, 17 წლის იბრაჰიმ ბაიე კი მარჯვნიდან უტევს. მას ტრავმის გამო დრო დაკარგა, თორემ უფრო მეტი ნდობა უნდა მიეღო.
ამ გუნდების პირველი წრის მატჩში (3:0 პსჟს სასარგებლოდ) კორეელ ლი კანგ-ინს "ცრუფორვარდად" ვხედავდით და შემტევ სამეულში მისი გამოჩენა ახლაც რეალურია. დრო ზაირე-ემერიმა და საფრანგეთის ნაკრების დებიუტანტმა, 19 წლის დეზირე დუემ უნდა მიიღოს.
"მარსელის" დამრტყმელი ძალა

დე ზერბის "მარსელის" მთავარი დამრტყმელი ძალა ალჟირელები, ამირ გუირი და ისმაელ ბენასერი (მილანიდან გვახსოვს), ასევე საკმაოდ ცნობილი ადრიან რაბიო არიან. ექსტოტემჰემენელ ჰოიბერგსაც გამოვარჩევთ. პარიზელები არ მარცხდებიან და ეს დიდ განსხვავებას აჩენს, თორემ "მარსელი" კარგი გუნდია.
დაველოდოთ, "კვარა", რომელსაც ჩემპიონატის 7 მატჩში 1 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, რამდენ დროს მიიღებს. შეხვედრის მთავარი მსაჯის, ტურპინის, ზედმეტად წარდგენა აღარ გჭირდებათ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ხუთშაბათს, ევროპა ლიგაზე "რომას" მატს ჰუმელსი მე-11 წუთზე გაუძევა.
ასევე კვირას:
18:00 სთ ლიონი (გიორგი მიქაუტაძე) - ლე ავრი;
20:15 მონპელიე - სენტ ეტიენი (ზურიკო დავითაშვილი).
ხვიჩას მერე გასაგებია პსჟ-ს მიმართ ინტერესი. როგორც გაირკვა, ბარკოლა არასტაბილურად თამაშობდა, ნოემბრიდან გოლი არ ქონდა გატანილი. ზაირ-ემერის, რომელიც 19 წლისაა უპირველეს ამომავალ ვარსკვლავად თვლიან საფრანგეთში, მძიმე ტრამვა ქონია და ორი-სამი თამაშია გამოჩნდა გუნდში. ხვიჩასთან კონკურენციის ფაქტორია ალბათ - ბარკოლა გიჟივით ათამაშდა, დემბელე დაფრინავს, დუეც კარგია. ძალიან მომეწონა ისევ ლივერპულთან შემოსული ზაირ-ემერის თამაში - ძალიან ტექნიკური და ჭკვიანია.
ისე, ჩამოთვლილი გარემარბები ხვიჩას შეიძლება სწორს არაფერში უდებენ, მაგრამ მოედნის ხედვით, პასის კულტურით და საფეხბურთო აიქიუთი ვერც ერთი შეედრება.
აქამდე არ ვაფასებდი, მაგრამ ეხლა ვხვდები - ძალიან მაგარი მწვრთნელია ენრიკე. ზაფხულში უნდოდა უკვე ხვიჩა და ხედავდა შეტევაში ნახაზს და კონკურენციის სარგებლობასაც. გაამართლა გუნდის ხელმძღვანელობის ახალმა სტრატეგიამ, როდესაც მეგავარსკვლავებზე უარი თქვეს და ახალგარდა ტალანტებზე გააკეთეს აქცენტი.
ერთი სიტყვით, ხვიჩა ძალიან მაგარ გუნდშია, თან თითქმის ყველანი ახალგაზრდები არიან და წინ საუკეთესო თამაშები და გამარჯვებებია. იქვეა ჟორჟიკა და ზურიკო, პრემიერლიგაში იქნებიან ჩაკვე და მამარდა, ლა ლიგაში - ქოჩორა, ბუნდესლიგაში დარჩება ბუდუ, სერია ა-ში გოგლიჩიძე და ახალი ტალანტებიც წამოვლენ.
ჩვენც, თუ მართლა გვიყვარს ფეხბურთი და ქართველი ფეხბურთელები, შევეშვათ ბოღმას და გესლსს და ვისიამოვნოთ თამაშით.