ყველაზე დიდხანს კლუბის სათავეში - პსჟ-ის პრეზიდენტი კლუბის ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
Le Parisien-ის ინფორმაციით, პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი კლუბის ისტორიაში შევიდა. დღეს 13 წელი 4 თვე და 22 დღე შესრულდა მას შემდეგ, რაც ის გუნდის პრეზიდენტია და ამით ის აბსოლიტური რეკორდსმენი გახდა.

მან ფრენსის ბორელს გადაუსწრო, რომელიც პსჟ-ის პრეზიდენტი 1978-1991 წლებში იყო. მესამე ადგილზეა მიშელ დენისო (1991/1996, 6 წელი, 11 თვე და 11 დღე, ანუ 2537 დღე).

შეგახსენებთ, რომ ალ-ხელაიფი პსჟ-ის პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც პარიზული გუნდი კატარელებმა შეიძინეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანდ ისეთი ფეხბედნიერი ბიჭი მივიდა, ჩემპ. ლიგის მოგების ფავორიტებად მესახება პსჟ. მერე კი შეიძლება ძეგლიც დაუდგან მაგ პრეზიდენტს.
G.LA
18:50 25-03-2025
0

სიახლეები პოპულარული