
„პარიზიენის“ ცნობით, პსჟ-მა ახალი სტადიონის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი არენა მასიში, პარიზიდან 15 კილომეტრის დაშორებით, აეროპორტის მახლობლად აშენდება. „პარი სენ ჟერმენის“ ახალი სტადიონის ტევადობა 90 ათასი იქნება და დაახლოებით 1 მილიარდი ევრო დაჯდება
.
ნოემბერში პსჟ-ის პრეზიდენტმა „ნასერ ალ-ხელაიფმა“ განაცხადა, რომ 47 929-იანი „პარკ დე პრენსის“ დატოვება არ უნდა, მაგრამ ეს აუცილებლობას წარმოადგენს.
როგორც იტყობინებიან, ახალი სტადიონი 2027 ან 2028 წლისთვის აშენდება.