მე შენ მიყვარხარ, ბარსელონა - მსოფლიო ფეხბურთი ბარსელონას მხარდასაჭერად გაერთიანდა

AutoSharing Option
17 აგვისტოს ქალაქ ბარსელონაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს საფეხბურთო კლუბები, ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოეხმაურნენ.

ბარსელონა

"ჩვენ ქალაქში განხორციელებული თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ. ახლა ჩვენ მხოლოდ დაზარალებულებზე, მათ ოჯახის წევრებსა და ბარსელონაში მცხოვრებლებზე ვფიქრობთ"

რეალი

"მადრიდის "რეალს" სურს ქალაქ ბარსელონაში განხორციელებული თავდასხმის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვას. ჩვენი კლუბი დაზარალებულების, მათი ოჯახებისა და მეგობრების გვერდით დგას. იმედს გამოვთქვამთ, ყველა დაშავებული მალე გამოჯანმრთელდება."

ლივერპული

"მთელი "ლივერპული" ბარსელონას ტრაგედიის დროს დაზარალებულებზე ფიქრობს."

პარი სენ-ჟერმენი

"ტრაგიკული დღე. ჩვენ ახლა დაზარალებულებზე, მათ ნათესავებსა და ჩვენ ბარსელონელ მეგობრებზე ვფიქრობთ. ჩვენ თქვენთან
ვართ"

მანჩესტერ სიტი

"მთელი "მანჩესტერ სიტი" ქალაქ ბარსელონაში განხორციელებული თავდასხმის გამო დამწუხრებულია. ჩვენი ფიქრები დაზარალებულებთან და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებთანაა."

ტოტენჰემი

"ჩვენ ახლა იმ ადამიანებზე ვფიქრობთ, ვინც ბარსელონაში განხორციელებულ თავდასხმის შედეგად დაზარალდა."

არსენალი

"ბარსელონა, ჩვენ შენზე ვფიქრობთ"

მანჩესტერ იუნაიტედი

"ჩვენი ფიქრები ბარსელონას ტრაგიკული შემთხვევით დაზარალებულებთანაა."

ჩელსი

"ჩელსის" თითოეული წევრი ბარსელონაში მომხდარის გამო დამწუხრებულია. ჩვენ ახლა დაზარალებულებზე ვფიქრობთ."

გარი ლინეკერი

"ულამაზეს ქალაქ ბარსელონაში მომხდარის გამო ღრმად დამწუხრებული ვარ. რა მიზანს ისახავს ეს თავდასხმა? ეს მიზანი მიუღწეველი დარჩება."

რიო ფერდინანდი

"ბარსელონაში მომხდარით შოკირებული ვარ."

იკერ კასილიასი

"ძალიან სამწუხაროა. ჩემი სოლიდარობა დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს. გამაგრდი ბარსელონა!"

სერხიო რამოსი

"არა ტერორიზმს! არა შიშის დიქტატურას!"

კრიშტიანო რონალდო

"ბარსელონაში მომხდარით შოკირებული ვარ. დაზარალებულების ოჯახებსა და მეგობრებს ვუსამძიმრებ და მხარს ვუჭერ."

ლიონელ მესი

"მინდა, დაზარალებულების ნათესავებსა და ახლობლებს მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო. ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას ვგმობ. ჩვენ არ დავნებდებით. ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ვისაც მშვიდობიან მსოფლიოში ცხოვრება გვსურს."

ნეიმარი

"ვილოცოთ ბარსელონასთვის. მე შენ მიყვარხარ, ბარსელონა."

- ბარსელონა-ბეტისი - ქალაქის სახელი ფეხბურთელების გვარების ნაცვლად
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული