"ფეხბურთელები და ოფიციალური წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სპორტის ეს სახეობა დოპინგისგან თავისუფალია. ჩვენმა გუნდმა ეს განცხადებები გამოწვევად მიიღო, რის შემდეგაც დავამტკიცეთ, რომ ისინი იტყუებიან.
თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს დოკუმენტები შეისწავლოთ, სადაც ჩანს, რომ 2015 წელს, ფეხბურთში, დოპინგის მოხმარების 150-მდე ფაქტი დაფიქსირდა, 2016 წელს კი, ამ მაჩვენებელმა ორასს მიაღწია." - ვკითხულობთ Fancy Bears-ის განცხადებაში.
Fancy Bears-ი ინტერნეტშპიონების გაერთიანებაა. სწორედ ამ გაერთიანებას ბრალდება მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს