მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე დოპინგს ლეგალურად 25 ფეხბურთელი მოიხმარდა

AutoSharing Option
დღეს ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა დოკუმენტი, სადაც იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია მოცემული, რომლებიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე აკრძალულ პრეპარატებს ლეგალურად მოიხმარდნენ.

იმ პრეპარატების სია, რომელთა სპორტული შეჯიბრებების დროს გამოყენება აკრძალულია, საკმაოდ დიდია, მაგრამ რიგ შემთხვევაში, სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მას კონკრეტული პრეპარატის გამოყენების უფლება ეძლევა.

დღეს ორგანიზაცია Fancy Bears-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომლებსაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის დროს აკრძალული ნივთიერებების მიღების უფლება ჰქონდათ. მათ შორის არიან ფეხბურთის ვარსკვლავებიც. დოპინგის მიღების უფლების მქონე ყველაზე მეტი, 5 ფეხბურთელი არგენტინელებს ჰყავდათ. ასეთი უფლება ჰქონდა 4
გერმანელ ფეხბურთელს.

ფეხბურთელები, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში გამართული მინდიალის დროს აკრძალული პრეპარატების მიღების უფლება ჰქონდათ:
ალჟირი: რიად ბუდებუზი, ქარიმ მატმური
არგენტინა: დიეგო მილიტო, კარლოს ტევესი, ხუან სებასტიან ვერონი, გაბრიელ ჰაინცე, ვალტერ სამუელი
ჩილე: ფაბიან ორელიანა, უმბერტო სუასო
კოტ დ'ივუარი: კანგა აკალე
გერმანია: კრისტიან ტრეში, მარიო გომესი, ჰანს-იორგ ბუტი, დენის აოგო
საბერძნეთი: გეორგიოს ცაველასი, პანტელის კაპეტანოსი
იტალია: ვინჩენცო იაკინტა, მაურო კამორანეზი
ჰოლანდია: დირკ კუიტი
ახალი ზელანდია: ტიმ ბრაუნი, კოსტა ბარბარუსესი, რაიან ნელსონი
სლოვაკეთი: მარტინ იაკუბკო
სლოვენია: მარკო სულერი
აშშ: ჰიტ პირსი
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული