ანდრე-პიერ ჟინიაკმა მექსიკაში ვეფხვი მოინახულა, რომელსაც მისი სახელი დაარქვეს

AutoSharing Option
31 წლის ფრანგი თავდამსხმელის ანდრე-პიერ ჟინიაკის სახელი მექსიკის ერთ-ერთი ზოოპარკის ვეფხვს დაარქვეს, მას გუშინ ფეხბურთელი ესტუმრა და გაეთამაშა კიდეც (რა თქმა უნდა, გალიის გარედან).

ბენგალური ვეფხვისთვის სახელის დასარქმევად ქალაქ მონტერეის სკოლების მოსწავლეებში გამოკითხვა ჩატარდა და ჟინიაკი იმდენად პოპულარული გახლავთ, რომ მისი სახელი დაარქვეს.

ჟინიაკი "ტიგრესში" მე-6 სეზონს ატარებს და ამ გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონატზე 55 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული