"დორტმუნდმა" დემბელეს შემცვლელს ესპანეთში მიაგნო

AutoSharing Option
ამაზე დიდი ხანია, ბჭობენ - არ არის გამორიცხული, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "დორტმუნდის" ერთ-ერთმა ლიდერმა უსმან დემბელემ გუნდი დატოვოს და "ბარსელონაში" გადაბარგდეს. გერმანელებს უნიჭიერესი ფრანგი არ ეთმობათ, მაგრამ ძალიან ხშირად მომხდარა, რომ ასეთ სიტუაციებში მთავარი - ფეხბურთელის სურვილი ყოფილა.

შექმნილი სიტუაცია "დორტმუნდის" ბოსებს აიძულებს, დემბელეს შემცვლელის მოძიებაზე აქედანვე სერიოზულად იფიქრონ. როგორც ამბობენ, გერმანულმა გრანდმა ასეთი ფეხბურთელი უკვე იპოვა კიდეც.

"გოლის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ დემბელე კატალონიაში გადაბარგდება, მას "ვილიარეალის" ნახევარმცველი სამუელ კასტილიეხო შეცვლის. გასული სეზონის განმავლობაში ამ ფეხბურთელმა ესპანეთის
ჩემპიონატში 33 შეხვედრა ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული