კიევის "დინამო" ფრონტისპირა ქალაქში ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
27 აგვისტოს უკრაინის ჩემპიონატის მე-7 ტურში, მარიუპოლში, ადგილობრივი გუნდისა და კიევის "დინამოს" მატჩი უნდა ჩატარდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ რამოდენიმე კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ჯარები დგანან და ფაქტობრივად, ფრონტისპირა ქალაქია.

შესაბამისად, საფრთხე რეალურია. არადა, უკრაინელებისათვის ამ შეხვედრის ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

"აზოვის" პოლკის მეთაურმა "რედისმა", რომელიც "დინამოს" ფანი გახლავთ, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან ვიდეომიმართვით დედაქალაქელ გულშემატკივრებს პირობა მისცა, რომ მათი უსაფრთხოებისათვის ყველაფერს იღონებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული