პამელა ანდერსონი ადილ რამის თამაშებზე დასდევს

AutoSharing Option
ამერიკელი ფოტომოდელი და მსახიობი პამელა ანდერსონი დიდი ხანია ბალზაკის ასაკსაც გადასცდა, მაგრამ კვლავაც "ცელქია და ონავარი" და თავდავიწყებითაა შეყვარებული თავისზე 19 წლით უმცროს მამაკაცზე. "ეკიპი" სრულიად არასაიდუმლოდ იტყობინება, რომ მისი ახალი რჩეული "მარსელის" მაროკოული წარმოშობის ფრანგი მცველი ადილ რამია.

გუშინ პამელა ევროპა ლიგაზე "დომჟალესთან" რამის თამაშის სანახავად "ველოდრომზე" იმყოფებოდა. ცნობისათვის, ადილმა 25-ე წუთზე ხელი იტკინა, შეცვალეს და გასახდელში მიმავალმა ანდერსონს ჯეროვანი ყურადღება არ მიაქცია.

ცნობისათვის, ადილს "მილანში" თამაშისას რომანი ქონდა ფრანგ ფოტომოდელთან სიდონი ბელომთან, რომელიც "როლან გაროსის" ჩოგბურთის ტურნირზე გაიცნო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული