ვიდალის წვეულება პოლიციის გამოძახებით დასრულდა

AutoSharing Option
პორტუგალიური "ა ბოლა" გვამცნობს, რომ მიუნხენის "ბაიერნის" 30 წლის ნახევარმცველი არტურო ვიდალი ჩილეს ნაკრებში გამოიძახეს და ამჟამად მშობლიურ სანტიაგოშია. ძალიან მონატრებია არტუროს მეგობრები და ნათესავები, სახლი უქირავებია და ყველა წვეულებაზე დაუპატიჟებია.

მაგრად უგრიალიათ დილამდე, ავეჯიც დაუმტვრევიათ და მეზობლებიც შეუწუხებიათ ნამეტნავად, რომლებსაც პოლიცია გამოუძახებიათ. სამართალდამცავების მისვლის შემდეგ გვარიანად შეზარხოშებული სტუმრები დაშლილან.

ჩილეს ეროვნული გუნდი 1 სექტემბერს სახლში პარაგვაის ხვდება, ხოლო 5 სექტემბერს გასვლაზე ბოლივიას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული