კეროლის გაძარცვის მცდელობისათვის ეჭვმიტანილის სასამართლო დაიწყო

AutoSharing Option

 

“ვესტ ჰემის“ 28 წლის თავდამსხმელს ენდი კეროლს შარშან 4 ნოემბერს ლონდონში შუქნიშანზე თავის Mercedes G-Wagon-თან  „სუზუკის“ მარკის მოტოციკლით უცნობი მიადგა, რომელსაც თავზე შლემი ქონდა და კითხა, რა მაგარი საათი გიკეთიაო? კი, მაგარია, 22 ათასი ღირსო, უპასუხია კეროლს. ჰოდა, თუ ასეთი ძვირფასია, მოიხსენი და მომეციო, უთქვამს მოტოციკლისტს.

 

თავიდან ენდის თურმე, ხუმრობა ეგონა, მაგრამ მერე ეს 193 სანტიმეტრის სიმაღლის კაცი შეშინებულა, მანქანა მოუტრიალებია და მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით საწვრთნელ ბაზაზე გაბრუნებულა.

 

პოლიციამ კი ძარცვის მცდელობაში ეჭვმიტანილი, 22 წლის ჯეკ ო’ბრაიენი ლონდონის აღმოსავლეთით დაგენჰემში დააკავა. ჯეკი

სამართალდამცავების მისვლისას საწოლის ქვეშ იყო დამალული. მას ეზოში ნაქურდალი ნივთები აღმოუჩინეს და ახლა სასამართლო მიმდინარეობს.

 

სასამართლოზე კეროლმა თქვა, რომ გაძარცვის მცდელობისას ეგონა შლემიანი კაცი თავისი მეგობარი, მოკრივე კევინ მიტჩელი ეღადავებოდა და როცა მიხვდა რაშიც იყო საქმე, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. როგორც ამბობს, გარკვეული ხანი ორი მოტოციკლისტი უკან მიზდევდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული