ტრანსფერ-ONLINE: 31 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:23. "ჰანოვერმა" დიუსელდორფის "ფორტუნადან" იყიდა ტოგოელი ფორვარდი ილა ბებუ. ტრანსფერი "ჰანოვერს" 5 მილიონი ევრო დაუჯდა.

12:52. "მანჩესტერ სიტის" მცველი ჟეზონ დენაიერი ერთი წლით "გალათასარაიში" გადავა. 22 წლის ბელგიელი თურქულ კლუბში შარშანწინ თამაშობდა.

14:33. "ლევერკუზენმა" 22 მილიონი ევრო გადაიხადა "ოლიმპიაკოსის" 19 წლის მცველ პანაიოტის რეცოსში. ეს სარეკორდო შენაძენია გერმანული კლუბისთვის. კონტრაქტი 2022 წლამდე გაფორმდა.

14:41. "ლაიპციგმა" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ლევერკუზენის" ნახევარმცველ კევინ კამპლთან. 26 წლის მოთამაშეში 17 მილიონი ევრო გადაიხადეს.

14:55. "მანჩესტერ იუნაიტედმა" ერთწლიანი იჯარით "უტრეხტში" გაუშვა 21 წლის ნახევარმცველი მეტიუ
უილოკი.

15:02. "ოლიმპიაკოსმა" "ბრიუგედან" შეიძინა მცველი ბიორნ ენგელსი. საბერძნეთის ჩემპიონმა 6 მილიონი ევრო გადაიხადა.

15:25. "ლივერპულმა" გამოაცხადა "არსენალის" ნახევარმცველის, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ტრანსფერის შესახებ. ნახევარმცველმა 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის თანხამ კი 38 მილიონი ევრო შეადგინა. ჩემბერლენი ახალ გუნდში 21-ე ნომრით ითამაშებს. ის ყველა დროის მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ინგლისელი ფეხბურთელია. ალექსმა გაიმეორა ენდი კეროლის რეკორდი, მაგრამ ძალიან ჩამორჩა ტრიოს "მანჩესტერ სიტიდან".

16:09. "ინტერმა" მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ატალანტას" 18 წლის მცველთან, ალესანდრო ბასტონისთან. დეტალები ცნობილი არ არის.

16:14. "ფიორენტინამ" აიყვანა "უდინეზეს" 34 წლის შემტევი სირილ ტერეო. გარიგების დეტალები უცნობია.

17:08. "უდინეზეს" 32 წლის მეკარე ორესტის კარნეზისი ერთ სეზონს იჯარით "უოტფორდში" გაატარებს.

17:16. "ვერონას" შემადგენლობა შეავსო სამხრეთ კორეის ნაკრების ფეხბურთელმა ლუ სიუნ ვუმ, რომელიც აქამდე "ბარსელონა B"-ს ფეხბურთელი იყო. 19 წლის აზიელმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

17:35. "სუონსიმ" დაადასტურა სეზონის ბოლომდე "ბაიერნის" ნახევარმცველ რენატო სანჩესის იჯარა.

17:41. "ჩელსიმ" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "ტორინოს" მცველთან, ჯაკომო ძაპაკოსტასთან. იტალიის ნაკრების ფეხბურთელისთვის ლონდონელებმა 25 მილიონი ევრო გადაიხადეს.

17:45. "მანჩესტერ სიტის" 17 წლის ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო "დორტმუნდში" გადავიდა. ეს ფეხბურთელი მაისში ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

18:03. "ლივერპული" ერთი წლით გამოეთხოვა ბელგიელ ფორვარდ დივოკ ორიჯის, რომელიც იჯარით "ვოლფსბურგში" გადავიდა.

18:36. ჟანელი იმბულა "სტოკიდან" "ტულუზაში" გადავიდა. ჯერჯერობით, იჯარის წესით.

18:45. პორტუგალიელი ნანი "ლაციოში" გადავიდა. რომაელებმა "ვალენსიას" ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანეს.

18:48. ბენედიკტ ჰიოვედესი "იუვენტუსში" 21-ე ნომრით ითამაშებს.

19:24. ბერძნულმა პაოკ-მა "ვოლფსბურგის" პორტუგალიელი ნახევარმცველი ვიეირინია გადაიბირა. ეს ამ ფეხბურთელის დაბრუნებაა, რადგან 2008-12 წლებში თამაშობდა პაოკ-ში. ახალი კონტრაქტი სამწლიანია.

19:48. "არსენალის" ფეხბურთელი, 19 წლის ფორვარდი დონიელ მალენი "ეინდჰოვენში" გააგრძელებს კარიერას.

20:30. აეკ-მა "უდინეზედან" ნახევარმცველი პანაიოტის კონე შეიძინა. ეს უკანასკნელი ბერძნულ კლუბში 2005-08 წლებში თამაშობდა.

20:34. "მილანის" ფორვარდი მბაიე ნიანგი იჯარით "ტორინოში" წავიდა.

20:38. "ვერდერმა" 25 წლის ფორვარდი ბელფოდილა "სტანდარდიდან" იჯარით აიყვანა.

20:43. გერმანული სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.

20:59. "ლილის" ფორვარდი ნიკოლა დე პრევილი "ბორდოში" გადავიდა. ახალ კლუბთან კონტრაქტი ოთხწლიანია.

21:24. ფორვარდი მაქსი ლოპესი "ტორინოდან" "უდინეზეში" წავიდა. ფეხბურთელი კლუბს უფასოდ ერგო.

21:35. "უოტფორდმა" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა ჰოლანდიელ მარვინ ზეგელართან. ეს ფეხბურთელი შარშან "აიაქსს" ეკუთვნოდა, წელს - "სპორტინგს".

21:38. შედგა დღის მთავარი ტრანსფერი: კილიან მბაპე "პარი სენ-ჟერმენის" მოთამაშეა! ფორვარდი პარიზში იჯარის წესით გადადის 2018 წლამდე, შემდეგ კი 2022 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. ტრანსფერის თანხა იქნება - 135 მილიონი ევრო, რასაც დაემატება 45 მილიონი ბონუსების სახით. 18 წლის მოთამაშე ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ხდება.

21:53. პორტუგალიელი უგო ალმეიდა "ჰაიდუკის" ფეხბურთელი გახდა. ვეტერანმა გაწყვიტა კონტრაქტი საბერძნეთის აეკ-თან.

22:34. ბოიან კრკიჩი "ალავესის" ფეხბურთელი გახდა. ერთ დროს მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ვუნდერკინდი ახალ კლუბში იჯარით გადავიდა.

22:43. როგორც მოსალოდნელი იყო, "არსენალმა" ლუკას პერესი "დეპორტივოში" გაუშვა.

22:47. ახალი კლუბი აქვს რემი კაბელიასაც. "ნიუკასლის" შემდეგ ის "სენტ ეტიენში" ითამაშებს - ერთი წელი იჯარა.

22:54. "ნიცა" გაძლიერდა "ლესტერის" ნახევარმცველით, ნამპალი მენდით. ფრანგი ამ კლუბიდან 2016 წლის ზაფხულში წავიდა ინგლისში, მაგრამ ვერ მოერგო "ლესტერს" და სამშობლოში დაბრუნდა - ჯერჯერობით, ერთწლიანი იჯარით.

22:59. "ნიცამ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა - "ბრეშას" 21 წლის სენეგალელი მცველი რასინ კოლი.

23:04. "ბენფიკას" რიგებში ითამაშებს "ბარსელონას" მცველი დუგლასი. კატალონიურ გუნდში მას მხოლოდ 8 მატჩი აქვს ჩატარებული.

23:13. "ბარნლიმ" "ჰადერსფილდის" ფორვარდი ნაკი უელსი დაიმატა. ტრანსფერის თანხა იყო 5.4 მილიონი ევრო.

23:25. "ნაპოლის" ერთბაშად ორი ფეხბურთელი გადავიდა "სამპდორიაში": ფორვარდი დუვან საპატა იჯარის წესით - გენუაში, მცველი ივან სტრინიჩი კი - თავისუფალი აგენტის სტატუსით.

23:32. "ევერტონმა" "ჰაიდუკიდან" შეიძინა ფორვარდი ნიკოლა ვლაშიჩი. 19 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

23:37. "ლივერპულმა" კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გაუშვა - რაიან კენტმა პროგრესისთვის ბუნდესლიგა და "ფრაიბურგი" აირჩია. ამ შემთხვევაშიც, ლაპარაკია ერთწლიან იჯარაზე.

23:55. ფერნანდო ლორენტე "ტოტენჰემის" ფეხბურთელი გახდა.

00:30. "ლიონმა" შეიძინა "ამიენის" 20 წლის ნახევარმცველი ტონგი ნდომბელე.

00:51. კრისტიან ანსალდი "ტორინოს" შეუერთდა. მცველი ახალ კლუბში ორწლიანი იჯარით დარჩება.

01:07. "ინტერმა" ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა "კანის" ფორვარდ იან კარამოს.

01:13. "იუვენტუსის" 17 წლის ფორვარდი მოიზე კინი გამოცდილებისთვის "ვერონაში" გაემგზავრა. ბიჭი ამ გუნდში ერთი წელი ითამაშებს.

01:28. "არსენალის" ნახევარმცველი ხოელ კემპბელი ესპანეთში გაემგზავრა სათამაშოდ. კოსტარიკელმა კარიერის გასაგრძელებლად "ბეტისი" აირჩია, რომელშიც იჯარის წესით გამოვა.

01:47. "გალათასარაის" მცველი ლიონელ კოროლე "სევილიას" მოთამაშე გახდა. 26 წლის ფეხბურთელი ესპანურ კლუბს უფასოდ ერგო.

01:48. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე "ლესტერმა" "ლევერკუზენიდან" ერთწლიანი იჯარით აიყვანა მცველი ალექსანდრ დრაგოვიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული