რუმინეგე ECA-ს პრეზიდენტი მისი დაარსებიდან, ანუ 2008 წლიდან იყო. ცოტა ხნის წინ მან თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, დღეს კი, ჟენევაში გამართულ ასამბლეაზე, მის შემცვლელად ანდრეა ანიელი დანიშნეს.
ვიცე–პრეზიდენტები "რეალის", "აიაქსის", "ლეგიასა" და "ჰელსინკის" წარმომადგენლები იქნებიან. დირექტორთა საბჭოში ასევე მოხვდნენ "მანჩესტერ იუნაიტედის", "არსენალის", "ბარსელონას", "პარი სენ-ჟერმენის", "ლიონის", "ბაიერნის", "ანდერლეხტის", "ბენფიკას", "კოპენჰაგენისა" და "სელტიკის" წარმომადგენლები.
ევროპული კლუბების ასოციაციაში სულ 220 კლუბია გაწევრიანებული, მათ