პელე: ჩემი და მარადონას შედარება არაკორექტულია

AutoSharing Option
ფეხბურთის მეფედ შერაცხული პელე ასევე ლეგენდარულ მოთამაშეზე, დიეგო მარადონაზე საუბრობს და ხაზს არგენტინელის ნაკლოვანებებს უსვამს.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ მარადონა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ეს ასეა. თუმცა, არ შეიძლება ითქვას, რომ ის თავით კარგად თამაშობდა. მას მე-2 სართულიდან გოლები ვერ გაჰქონდა. ასევე ვერ ვიტყვით, რომ ის ორივე ფეხით კარგად ურტყამდა, რადგან მას გოლები, ძირითადად, მარცხენა ფეხით გაჰქონდა.

ასე რომ, როდესაც მე და მარადონას ერთმანეთს გვადარებენ, ხუმრობას ვიწყებ. ჩემი აზრით, ის დიდი ფეხბურთლი იყო, მაგრამ ჩვენი შედარება არაკორექტულია." - ციტირებს პელეს სიტყვებს Goal-ი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
პელეს ორგანიზმის აგებულებით, კვლევითი ინსტიტუტები იყო დაინტერესებული. ეს იყო ფენომენიც ცოტაა, წარმოუდგენელი ფეხბურთელი. მისი კარიერის პერიოდში, როგორც დღეს არის, რონალდუ თუ მესი, არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი პელე.
გიორგი.
18:37 07-07-2018
0
აბსოლიტური სიმართლეა.
გიორგი.
18:30 07-07-2018
0

სიახლეები პოპულარული