
მალიმ სექტემბრის მატჩების შემდეგ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსები თითქმის დაკარგა. ჟირესის გუნდი მაროკოსთან ჯერ 0:6 დამარცხდა, შემდეგ კი, იმავე გუნდთან გამართული დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
ალენ ჟირესი საქართველოს ნაკრებს 2004-05 წლებში წვრთნიდა. მანამდე მას "ტულუზაში", "პარი სენ-ჟერმენსა" და "რაბატში" უმუშავია, საქართველოს შემდეგ კი, გაბონის, მალის, სენეგალისა და კვლავ მალის ნაკრებებს წვრთნიდა.