მიულერი შესაძლოა ზამთარში "მანჩესტერში" გადაბარგდეს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ხშირად არ აყენებს თავდამსხმელ ტომას მიულერს ძირითად შემადგენლობაში და ამას ტაქტიკურო მოსაზრებით ხსნის.

"ტუტოსპორტი" ირწმუნება, რომ ტომასი განაწყენებულია და არაა გამორიცხული, ნაახალწლევს გუნდი გამოიცვალოს. თურმე, მისი სამსახურით "მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული.

მიულერის სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროა და მისი შეძენის სურვილი აგრეთვე "ლივერპულს", "ჩელსის" და "არსენალს" აქვთ, თუმცა თავის კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება და ასე ადვილად არ გაუშვებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული