რუისი ლიონშია დაბადებული, მერე მისი ოჯახი საცხოვრებლად კატალონიაში გადაბარგდა და ბიჭმა "ბარსელონას" აკადემიაში დაიწყო ვარჯიში, შარშანწინ კი სამშობლოში დაბრუნდა. ასულგრანას არ უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ ვერას გახდა.
კაი საფრანგეთის 16-წლამდელთა ნაკრების წევრია და ერთობ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.