ახალ სტადიონზე "ატლეტიკოს" "მალაგამ" კინაღამ ზეიმი ჩაუმწარა

AutoSharing Option
დიდი ზარზეიმით გაიხსნა მადრიდში "ატლეტიკოს" ახალი, 67 703-იანი "ვანდა მეტროპოლიტანო", სადაც მასპინძლებმა დიდი გაჭირვებით სძლიეს "მალაგას" 1:0. ერთადერთი გოლი ანტუან გრიზმანმა 61-ე წუთზე გაიტანა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი ანდალუსიელთა ახალწვეულმა არგენტინელმა ნახევარმცველმა ესტებან როლონმა მცველები მოატყუა, კარში დაარტყა, მაგრამ კიპერმა იან ობლაკმა არ დაანება ანგარიშის გათანაბრება.

თამაშის დასრულების მერე გრიზმანმა თქვა, რომ ასეთი არენა არსად არ უნახავს და გაუხარდა იქ პირველი გოლის გატანა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყების წინ როხიბლანკოს უზარმაზარი დროშა უკუღმა დაკიდეს და სტადიონის კედელზე გაკრულ უგო
სანჩესის, დიეგო ფორლანის, სერხიო აგუეროს და არდა თურანის საპატიო დაფებს ფანებმა განავალი მიაყარეს. შეგახსენებთ, ამ ფეხბურთელებმა სხვადასხვა დროს "ატლეტიკო" დატოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული