ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გადაწყვიტა - ქვეყნის ჩემპიონატის დასკვნით ტურებში ვიდეოგამეორებების სისტემა შემოიღოს. ასე რომ, უკვე პოპულარული ტექნოლოგიები ბრაზილიაში მიმდინარე კალენდარულ წელს გამოჩნდება. დღეისთვის, მიმდინარეობს სისტემის ტესტირება, ეწყობა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი მარკო პოლო დელ ნერო დაჟინებით ითხოვს, რაც შეიძლება მალე დანერგონ ვიდეოგამეორებები სერია A-ს მატჩებში, რადგან ბოლო პერიოდში მსაჯების შეცდომები გახშირდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"