"სანტოსის" აღშფოთებული გულშემატკივრები სტადიონზე ჩაკეტეს

AutoSharing Option
"სანტოსი" ორი მატჩის ჯამში მოულოდნელად დამარცხდა ეკვადორის "ბარსელონასთან" (0:1, 1:1) და ლიბერტადორესის თასის გათამაშებას გამოეთიშა, რამაც გაამწარა ბრაზილიური გუნდის გულშემატკივრები.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მათ თავიანთი გუნდის გასახდელში შეღწევა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის ნება არ დართო. სამართალდამცველებმა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

სიტუაციის განმუხტვამდე კლუბის ხელმძღვანელობამ არენის კარი 20 წუთით ჩაკეტა და ფანები შიგნით გამოკეტა. ამასობაში კი სტადიონზე პოლიციის დამატებითი ძალები მივიდნენ და ვითარება კონტროლს დაექვემდებარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული