უკრაინის ჩემპიონატში გოლი მიხეილ მესხმა გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 სექტემბერს, უკრაინის პრემიერლიგის მე-10 ტურში კიევში "ობოლონის" სტადიონზე კამენსკის (ყოფილი დნეპროძერჟინსკი) "სტალი" დონეცკის "ოლიმპიკს" შეხვდა. შეხვედრის 24-ე წუთზე თავურით ანგარიში "სტალის" 20 წლის ნახევარმცველმა მიხეილ მესხმა გახსნა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო.

მიხეილის ოჯახი აფხაზეთის ომის შემდეგ გადასახლდა დონეცკში, თავად იქ დაიბადა და მამამ, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, შვილს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელი ამიტომ დაარქვა. მიხეილი "შახტარის" აკადემიის აღზრდილია.

თამაში 1:1 დასრულდა, კამენსკელთა გუნდი 12-გუნდიან ჩემპიონატზე 7 ქულით მე-10 ადგილზეა და მისი მწვრთნელი ეგიშე მელიქიანი გადადგა.
ამ კლუბის პრეზიდენტი ვარდან ისრაელიანია და გუნდში ოთხი თანამემამულე ფეხბურთელი ყავს.

ბარემ გეტყვით, რომ "ოლიმპიკის" შემადგენლობაში უკრაინის მოქალაქეებმა, მეკარე ზაურ მახარაძემ და მცველმა ზურაბ ოჩიგავამ იასპარეზეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ არ იძახებენ ნაკრებში, რიკელმეს არ ჯობია?
გარკვეული
19:51 24-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული