რუსეთის ნაკრები კიდევ ერთ გერმანელს დაიმატებს

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებს არა ყავს კარგი ფეხბურთელები და ნატურალიზებული მოთამაშეებით ცდილობენ გაძლიერებას. თუმცა, მოქალაქეობის შეცვლას მხოლოდ ისინი თანხმდებიან, რომელთაც თავიანთი ქვეყნის ეროვნულ გუნდში არ იწვევენ.

დნეპროპეტროვსკში დაბადებულმა სტამბულის "ფენერბახჩეს“ 29 წლის გერმანელმა მცველმა რომან ნოიშტედტერმა უკვე აიღო რუსული პასპორტი, ახლა კი იგივეს აპირებს "კიოლნის“ 27 წლის უკანახაზელი კონსტანტინ რაუში.

რაუში ტომსკშია დაბადებული, 6 წლისა იყო, როდესაც მისი ოჯახი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებშია ნაასპარეზევი, მარცხენა მცველია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული