ნოიშტედტერს რუსებმა უკრაინის ნაკრებში თამაშის სურვილი გაახსენეს [video]

AutoSharing Option
სტამბულის "ფენერბახჩეს" მცველი რომან ნოიშტედტერი დნიპროპეტროვსკშია დაბადებული, მამა გერმანელი ყავს, დედა - რუსი. მამამისი "დნიპროს" ფეხბურთელი იყო. 4 წლამდე ბებიასთან ცხოვრობდა ყირგიზეთში, მერე მისი ოჯახი გერმანიაში გადაბარგდა.

თამაშობდა გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში, ორჯერ იოახიმ ლიოვმა ამხანაგურ მატჩში ბუნდესგუნდშიც აასპარეზა და რადგან ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი, რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და მათი ეროვნული გუნდის წევრია. სხვათა შორის, რუსულადაც ლაპარაკობს.

2011 წელს ის სიყვარულში გამოუტყდა უკრაინელებს და მათი ნაკრების ღირსების დაცვის სურვილი გამოთქვა (იხილეთ ვიდეო) და დღემდე ვერ უპატიებიათ რუს ფანებს.

გუშინ რუსეთის
ნაკრები ამხანაგურად მოსკოვის "დინამოს" გაეთამაშა, ეროვნულის გუნდის კაპიტანი კი რომანი იყო და კომენტატორმა ის ინტერვიუ მწარედ გაიხსენა.

სხვათა შორის, ნოიშტედტერს ყირგიზეთისა და ყაზახეთის ნაკრებშიც იწვევდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული