ემანუელ ებუეს შიდსი აღმოაჩნდა

AutoSharing Option
34 წლის კოტდივუარელ ფეხბურთელს, ემანეულ ებუეს იმუნოდეფიციტური ვირუსი აღმოუჩინეს.

რამდენიმე დღის წინ ებუემ ლიმასოლის "ოკაჯი თურქთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. შემოწმების დროს ექიმებს ეჭვი გაუჩნდათ და ფეხბურთელი აივ-ინფექციაზე შეამოწმეს - პასუხი დადებითია.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებს ადასტურებს ებუეს აგენტი ტეკინ ბერინჩი: "სამწუხაროდ, სიმართლეა, რომ ებუეს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები აწუხებს. ამ ეტაპზე, მეტს ვერაფერს გეტყვით. დღეს ინგლისში გავფრინდებით, ხვალ კი, ემანუელს საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდება".

ემანუელ ებუემ სახელი "არსენალში" თამაშით გაითქვა. 2004-11 წლებში მან ლონდონური გუნდის მაისურით
214 შეხვედრა ჩაატარა. შემდეგ იყო "გალათასარაი" და "სანდერლენდი", 2016 წელს კი კოტდივუარელს ყოფილი აგენტისთვის ფულის გადაუხდელობის გამო ფეხბურთთან კავშირი 1 წლით აუკრძალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული