რამდენიმე დღის წინ ებუემ ლიმასოლის "ოკაჯი თურქთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. შემოწმების დროს ექიმებს ეჭვი გაუჩნდათ და ფეხბურთელი აივ-ინფექციაზე შეამოწმეს - პასუხი დადებითია.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემებს ადასტურებს ებუეს აგენტი ტეკინ ბერინჩი: "სამწუხაროდ, სიმართლეა, რომ ებუეს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები აწუხებს. ამ ეტაპზე, მეტს ვერაფერს გეტყვით. დღეს ინგლისში გავფრინდებით, ხვალ კი, ემანუელს საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდება".
ემანუელ ებუემ სახელი "არსენალში" თამაშით გაითქვა. 2004-11 წლებში მან ლონდონური გუნდის მაისურით