კოტდივუარელი ამბობდა, რომ მან მთელი თავისი ფული ცოლს და შვილებს მისცა, ახლა კი გაკოტრებულია, იატაკზე სძინავს და სარეცხს ხელით რეცხავს.
მისი თქმით, მას აღარ აქვს ძველი მობილური, სადაც ძველი თანაგუნდელების და არსენ ვენგერის ნომერი ეწერა. მისი სურვილია, "არსენალის" რომელიმე ასაკობრივ კლუბში მწვრთნელად დასაქმდეს.
დღეს დილიდან კი, სოციალურ ქსელებში, როგორც ინგლისიდან, ისე თურქეთიდან, ებუეს მხარდამჭერი არაერთი პოსტი
მისი ყოფილი გუნდის, "გალათასარაის ფანებმა" ჰაშთაგით" ასეთი დახმარების მესიჯი გაავრცელეს "თვითერზე":
"ებუე, შენ არ ხარ მარტო".
ხოლო "არსენალის" გულშემატკივრები გუნდს მოუწოდებენ, რომ ებუეს სამსახური მისცენ და ბავშვთა გუნდის მწვრთნელად დაასაქმონ.
მომზადებულია mirror-ის მიხედვით