"სილქნეტის" და ლა ლიგის გათამაშება ბრუნდება!

AutoSharing Option
"სილქნეტისგან" საჩუქრები გრძელდება!

ესპანური ფეხბურთის მოყვარულებს შანსი ეძლევათ, "სან მამესის" სტადიონზე მსოფლიო ვარსკვლავების დაპირისპირებას დაესწრონ. "სილქ უნივერსალის" გათამაშების გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში ესპანეთში გაემგზავრება.

"სილქნეტი" ლა ლიგის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რაც გვაძლევს საშუალებას, განსაკუთრებული სიურპრიზები გავუკეთოთ "სილქის" სპორტული არხების მაყურებლებს.
ეს "სილქნეტის" და ლა ლიგის უკვე მესამე ერთობლივი გათამაშებაა. წელს გამარჯვებული მადრიდის "რეალისა" და ბილბაოს "ატლეტიკის" თამაშს დაესწრება", - განმარტავენ "სილქნეტში".

ყოველდღე, ერთი კვირის განმავლობაში, "სილქ უნივერსალზე" სამი კითხვა დაისმება ესპანეთის ჩემპიონატის გარშემო. კითხვები დაანონსდება "სილქნეტის" სპორტული არხების ფეისბუქ გვერდზე, სადაც
შეძლებთ თქვენი პასუხების დაფიქსირებას.

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული